მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI - 2012 წლიდან დღემდე იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება...

NDI – 2012 წლიდან დღემდე იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, შემცირებულია

Published on

საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირი მისაღები 61%-ისთვის არის, გასულ წელს კი ევროკავშირის მომხრე 78% იყო.

ევროკავშირი მიუღებელია 21%-ისთვის, 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას, მომხრე გამოკითხუთა 31%-ია, წინააღმდეგი კი – 46 %. 12% კი მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირშიც უნდა იყოს და ევროკავშირშიც.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო – 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...