კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ახალ რეგულაციებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
რეგულაციები ვრცელდება 8 ქვეყნიდან შემოსვლელ მოქალაქეებზე საქართველოს საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ეს ქვეყნებია:სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს ამ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
“14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
,,ახალი რეგულაციები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება”-წერია განცხადებაში.