მთავარისიახლეებიმსოფლიოიენს სტოლტენბერგი: მინისტერიალზე ალიანსის წევრები საქართველოსა და უკრაინასთან რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ

იენს სტოლტენბერგი: მინისტერიალზე ალიანსის წევრები საქართველოსა და უკრაინასთან რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ

Published on

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრების წინ აცხადებს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის საკითხსაც განიხილავენ. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა NATO-სთვის ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორია.

“ჩვენ, ასევე, განვიხილავთ რეგიონში სიტუაციას საქართველოსა და უკრაინასთან. ისინი NATO-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფიან. NATO კი მათ მხარს უჭერს, როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკულად”, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ომდევნო კვირას NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მიზანი უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვაა. კერძოდ, ისინი ისაუბრებენ რუსეთის მიერ უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ძალების გაზრდაზე. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კრემლის მიერ, რეგიონში ძალების უჩვეულო მობილიზება ხდება.

“ეს მოიცავს მძიმე შეიარაღებას, როგორიცაა ტანკები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, დრონები და ელექტრონული სამხედრო სისტემები. ასევე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯარი. ჯარების რაოდენობის ზრდა არანაირად არ იყო პროვოცირებული და ვერ აიხსნება”, — აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი.

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა გამოიჩინოს გამჭვირვალობა და შეამციროს დაძაბულობა.

“NATO-ს მიდგომა რუსეთის მიმართ უცვლელი რჩება. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს თავდაცვას და თავშეკავებას მტკიცედ, ხოლო დიალოგისთვის ღია ვრჩებით.

სტოლტენბერგი, ასევე, ამბობს, რომ ისინი წუხან, რუსეთის გადაწყვეტილებით NATO-სთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს, რადგან ასეთ დროს დიალოგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...