,,ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ” -ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს
გორის ჰოსპიტალიდან გამოგზავნილ წერილში, პატიმარი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი საამაყო ქალაქი “ყაჩაღების ბანდის” ხელშია:
ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა.
ბათუმის მერი – გიორგი კირთაძეა, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია. ზუგდიდის მერი ანზორ მელიაა და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება.
ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს – გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.