მთავარისიახლეებისამართალიგიორგი სიგუა: ,,ბევრისთვის გაურკვეველი და გაუგებარია, რა ხილი იყო ეს ერთთვიანი...

გიორგი სიგუა: ,,ბევრისთვის გაურკვეველი და გაუგებარია, რა ხილი იყო ეს ერთთვიანი ფესტივალი, საგამოძიებო სამსახურს კი ჩვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს”

Published on

„მე დამისვეს კითხვები ყველაფერ იმაზე, რაც ეხებოდა ფესტივალის ორგანიზებას ანუ იმაზე,  ვინ ვის გაუფორმა ხელშეკრულება, ვინ როგორ შეარჩია არტისტი და   სხვა . —  განაცხადა ჯემფესტის ორგანიზატორმა  გიორგი სიგუამ, რომელიც ერთსაათიანი შესვემების დროს გამოვიდა  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე დაკითხვიდან.  – იყო კითხვები ფინანსურ საკითხებზე, მათ შორის  თანხების ხარჯების შესახებ – რა ფორმით ხდებოდა ეს ყველაფერი,  ,რა, სად, რამდენი  დაიხარჯა. მე გავეცი პასუხი, რომ სახელმწიფო  თანხებზე ჩვენ წვდომა არ გვქონია და არასოდეს მიგვიღია  ეს  თანხები..
 
მისი თქმით, აშკარად გამოიკვეთა ისიც, რომ ძალიან ბევრისთვის გაურკვეველი და გაუგებარია, რა ხილი იყო ეს ერთთვიანი ფესტივალი. ალბათ   კიდევ ბევრი კითხვა ექნებათ, ეს არ დასრულებულა, თუმცა უნდა იტქვას, რომ საგამოძიებო სამსახურს ჩვენს მიმართ არავითარი პრეტენზია არა აქვს,  გამოძიება დაწყებულია სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზე და არა იმაზე, რომ ვინმე ორგანიზატორებს ადანაშაულებდეს რამეში.''
 
„იმის მიუხედავად, რომ თვითონ გამოძიებას გიორგისთან დასმულ კითხვებთან მიმართებაში მუხლის შინაარსი არ გაუჟღერებია, ჩვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს 185-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ პირდაპირ ხელშესახებ მატერიალურ ქონებაზე მუხლი, ეს შესაძლებელია იყოს რაიმე ქონებრივ უფლებაზე. შესაძლოა, რომელიმე პირს გააჩნია ქონებრივი უფლება და ვერ მიიღო,“ – განმარტა გიორგი სიგუას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასა და შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მოკვლევა დაიწყო. დღეს გიორგი სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...