მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთში ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს

რუსეთში ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს

Published on

„საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე სანქტ-პეტერბურგში  დააკავეს.

ნიუ პოსტი   „რია ნოვოსტის“ ცნობით,  მისი დაკავება უკავშირდება გაფლანგვის საქმეს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2016 წელს „კონსტანს ბანკიდან“, დაახლოებით, სამი მილიარდი რუბლის დაკარგვის გამო, რომლის მფლობელი ებრალიძე იყო.

ებრალიძე  ცნობილია როგორც კომპანია „თალიონის“ დამფუძნებელი. 2009 წელს კი საქართველოს ხალხთა კონფერენციაზე, სოჭში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს

როგორც რუსული მედია იტყობინება, ებრალიძის დაკავება მითვისება/გაფლანგვის მუხლით მიმდინარე საქმის ფარგლებში მოხდა, რომელიც 2016 წელს კონსტანს-ბანკიდან 3 მილიარდი რუბლის დაკარგვას უკავშირდება, რომლის მთავრი მესაკუთრეც სწორედ ებრალიძე იყო. ამ ინციდენტის შემდეგ ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა.

ალექსანდრე ებრალიძის სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცავები მის თანამშრომლებს კითხავენ.

 

 

სიახლეები

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...

ქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ...

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...