მთავარისიახლეებიმსოფლიობარსელონას ტერაქტი: ერთი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია, მეორე-დაკავებული

ბარსელონას ტერაქტი: ერთი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია, მეორე-დაკავებული

Published on

გამოცემა La Vanguardia-ს ინფორმაციით, ბარსელონას ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, დევნის ოპერაციის დროს ორმხრივი სროლის შედეგად ლიკვიდირებულია.
 
მეორე ეჭვმიტანილი, დრის ოუკაბირი კი, საფრანგეტში ქალაქ მარსელში დაბადებულია, თუმცა ის ესპანეტში ბარსელონაში ცხოვრობდა. დრის ოუკაბირი, რომელიც ტერაქტიდან მალევე დააკავეს, ესპანური მედიის ინფორმაცით ადრე პასუხიგებაში იყო მიცემული.
 
ტერაქტზე ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ აუღია.
 
ბარსელონაში საქართველოს ვიცე კონსულის ლიკა ახალბედაშვილის განცხადებით, ბარსელონაში ტერაქტისას დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მისი თქმით, ის მუდმივ კონტაქტზე იმყოფება კატალონიის პოლიციასთან. საკონსულო ცხელი ხაზის ნომერს აცხადებს. საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება ამ ტელეფონის ნომერზე შეუძლიათ:
 
+34 687 66 12 74
 
შეგახსენებთ, რომ ტერაქტი ბარსელონაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. არაოფიცილური ინფორმაციით გარადაცვლილია 13 და დაშავებულია 56 ადამიანი, თუმცა ოფიციალური მონაცემები განსხვავებულია. ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 34 ადამიანი.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...