მთავარისიახლეებისაზოგადოებაღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში დარჩენის მოთხოვნით ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში დარჩენის მოთხოვნით ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

Published on

ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდში დარჩენის მოთხოვნით ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ორგანიზატორების თქმით ხელმოწერების შესაგროვებლად სოფლებში ჩასვლას გეგმავენ. ასევე აცხადებენ, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში აღნიიშნულ საკითხზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არის.ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უარყოფსდაპირისპირებას, მამა დიმიტრის თქმით აღნიშნულ საკითხზე ეპარქიაში სრული ერთსულოვნებაა. მოქალაქეების თქმით ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას რომელიც დაკავშირებული იქნება კვართთან. ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 10 აგვისტოს ზუგდიდში, სიწმინდეების დაცვის კომისიის თავმჯდომარე მეუფე ვახტანგი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ჩამოვიდა და ხობის და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ განაცხადა, რომელშიც საუბარი იყო მარიამ ღვთისმშობლის  კვართის ერთი დღით  ღვთისმშობლის მიძინების დღეს ხობში გადაბრძანებაზე, აღნიშნულს მრევლის მხრიდან ვნებათაღლვა და გაღიზიანება მოჰყვა.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა - მან რამდენიმე წუთის წინ დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის...

საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე...

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ...

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი,...