მთავარისიახლეებიკულტურაგიორგი სიგუა: ,,ბევრი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება''

გიორგი სიგუა: ,,ბევრი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება”

Published on

 GEM FEST 2017-ს  სახელმწიფო სტრუქტურებიდან ”ერთი თეთრი არ მიუღია” და ფესტივალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცია და არაფერ შუაშია. – აცხადებს ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა.  
მისი თქმით ,   ,,ბევრი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება. სახელმწიფომ სულ რამდენიმე არტისტს გადაუხადა  ფული ფესტივალზე გამოსასვლელად და სულ ეს არის,  ტურიზმის დეპარტამენტი არაფერ შუაშია. ”.
მისივე თქმით, იგი საქართველოში ორ დღეში დაბრუნდება, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს. 
 
არაოფიციალური ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.
 გიორგი ჩოგოვაძის მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება სავარაუდოდ, GEM Fest-ს უკავშირდება. ფესტივალი 1 900 000 ლარით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააფინანსა.
ფესტივალზე დასაქმებულები კუთვნილი თანხის მიღებას რამდენიმე დღეა ითხოვენ და საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.
 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...