ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ ინფომ პარტია დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გამართეს. პარტიის თავმჯდომარედ, 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.
ალფ ინფო და ზურაბ მახარაძე პირდაპირ კავშირში არიან 5-6 ივლისს ძალადობრივ კონტრაქციებთან, რომელიც მათ 5 ივლისის ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ გამართეს.
5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს. ამ მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ მან მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო.