მთავარისიახლეებისაზოგადოებასწრაფი კვება (ფასტფუდი) ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს- მეცნიერების დასკვნა

სწრაფი კვება (ფასტფუდი) ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს- მეცნიერების დასკვნა

Published on

ვირთაგვებზე ჩატარებული უახლესი კვლევებით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სწაფი კვება (ფასტფუდი), ისევე როგორც, საზოგადოდ ცხიმიანი საკვები, ტანადობის გარდა ფსიქიკასაც ვნებს. მეცნიერები ცხოველთა ერთ ჯგუფს ჯანსაღი, მეორეს კი – ცხიმიანი საკვებით კვებავდნენ. მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ნორმალური რაციონის მქონე ცხოველები ნაკლებაგრესიულად იქცეოდნენ, მაშინ,როცა არაჯანსაღი საკვები რაციონის მქონე ვირთაგვები გადაჭარბებულ და არანორმალურ აქტივობას ავლენდნენ. მეცნიერებმა ისიც შენიშნეს, რომ ცხიმიანი საკვების რეგულარულად მიღების ფონზე ცხოველებს გაუუარესდათ მეხსიერება და გაეზარდათ განგაშის დონე. ამ საინტერესო კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Biological Psychiatry.ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მავნე საკვების მიღების გამო ვირთაგვების ტვინში ირღვევა დოფამინის – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნეირორეგულატორის ცვლა. დოფამინს სხვა ფუნქციებთან ერთად მოტივაციური სისტემის მართვის ფუნქციაც აკისრია. სწორედ მოტივაციის შესუსტების გამო უქვეითდებოდათ საცდელ ცხოველებს მეხსიერება და ძნელდებოდა მათი დასწავლა. ისიც საყურადღებოა, რომ ჯანსაღ საკვებზე გადასვლა ამ ცხოველებში დასახელებული პარამეტრების ნორმალიზებას განაპირობებდა.

სიახლეები

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი,...

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...