მთავარისიახლეებისაზოგადოება“წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” - პრეზიდენტის მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო

“წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” – პრეზიდენტის მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო

Published on

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი ვიდეო-კონსტიტუცია ჩაიწერება. პროექტის პირველი ჩანაწერი პრეზიდენტმა ბაზალეთზე ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს თქმით, პროექტი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის."წაიკითხე კონსტიტუცია მთელს საქართველოსთან ერთად“- ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი და დღეს ამ კამპანიის პირველი მონაწილეც თავად იყო. ეს კამპანია საშუალებას აძლევს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წაიკითხონ კონსტიტუციიდან გარკვეული ფრაზა, რომელსაც მათ მისცემს საშუალებას შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და ა. შ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებაში ცნობადობა კონსტიტუციის და ინტერესი კონსტიტუციის არის მუდმივად მზარდი და შესაბამისად აუცილებელია, რომ ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეეწყოს ხელი. საზოგადოება უნდა იყოს ჩართული საკონსტიტუციო პროცესში“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.ელექტრონული პროგრამის საშუალებით საქართველოს ყველა მოქალაქეს სურვილისამებრ შესაძლებლობა ექნება ჩაწეროს ვიდეოფრაგმენტი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციიდან, რისთვისაც საჭიროა მომხმარებელი შევიდეს ინტერნეტგვერდზე: www.constitution.ge და ჩაწეროს კონსტიტუციიდან ფრაზა, რომელსაც პროგრამა უკარნახებს. კონსტიტუციის სრული ვიდეოჩანაწერი კონსტიტუციის დღეს 24 აგვისტოს აიკინძება.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...