მთავარისიახლეებისაზოგადოებათხილის შემდეგ აზიური ფაროსანა სიმინდის კულტურას აზიანებს

თხილის შემდეგ აზიური ფაროსანა სიმინდის კულტურას აზიანებს [ფოტო]

Published on

თხილის მოსავლის შემდეგ აზიური ფაროსანა სიმინდის კულტურას შეესია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მათი ძირითადი შემოსავლის წყარო თხილი და სიმინდის კულტურაა. 
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი კახათი ერთ-ერთია იმ სოფლებთაგან, სადაც სიმინდის კულტურას თხილის შემდეგ მავნებელმა მწერმა შეუტია. მოსახლეობა ამბობს, რომ აზიური ფაროსანა კულტურაზე დაახლოებით 15 დღის წინ შენიშნეს. ისინი ამბობენ, რომ თუ დროული რეაგირება არ მოხდა მავლებლების წინააღმდეგ, სიმინდის მოსავალი წელს უვარგისი გახდება. 
 
ფოტო: ოდიშინიუსი
 
„მწერები 15 დღის წინ შევამჩნიეთ. სიმინდი ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამით ვარსებობთ ჩვენ. თხილი რომ არ არის, ეს მაინც ხომ უნდა გვქონდეს რომ ვიარსებოთ. ბევრს არ ვითხოვთ, უნდა შეიწამლოს სიმინდი, რომ რამე საშველი დაადგეს. თხილი საერთოდ არ ვარგა, 50 ც. რომ დაამტვრიო ნაყოფი, ალბათ 3-4 თუ იქნება ვარგისი. იმაზე უარესი ბედი ეწევა სიმინდს როგორც ვატყობთ. სიმინდმა ტარო თუ არ გაიკეთა, ჩალა რად გვინდა მარტო, ხომ გვინდა საჭმელი“ – ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ლამარა ფაჩულია.
 
ფოტო: ოდიშინიუსი
 
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხელისუფლებამ შეწამვლითი სამუშაოები დროზე უნდა დაიწყოს.
 
„მოსახლეობა ამბობს, რომ მთავრობამ მწერების წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები უნდა დაიწყოს, მაგრამ რას გაგვიკეთებენ. აგერ გვყავს გამგებელი, რა გაგვიკეთა?! შეწამლეს თხილი, მაგრამ ისევ ისეთი მდგომარეობაა, არაფრად არ ვარგა" – ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი
 
ფოტო: ოდიშინიუსი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მოსახლეობის თქმით, ყოველი დღე დაგვიანებულია და ხელისუფლებამ დროული რეაგირება თუ არ მოახდინა მავნებლების წინააღმდეგ, სოფლის მოსახლეობა წელს მშიერი დარჩება

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...