სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მედიკოსი აიდა გოზალოვა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას აბსურდულს უწოდებს. მედიკოსის თქმით, მათთვის მნიშნელოვანი მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობაა.
აბსურდია, მე ამ ქვეყნის მოქალაქეც არ ვარ და არანაირი ინტერესი არაფერში არ მაქვს, ჩვენთვის, ყველასთვის, არის პაციენტის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი, დანარჩენ ინფორმაციას ოფიციალურად ქალბატონი ნინოსგან მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას, – თქვა აიდა გოზალოვამ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს თავს დაესხა და მედიკოსები მიკერძოებულებაში დაადანაშაულა.