მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ

Published on

,,მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილის შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მე მგონი მინიმუმ 6 წელი სადაც იჯდება”— განაცხადა დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ამრიგად, ქართული ოცნება ისევ აცხადებს, რომ ხელისუფლება ექსპრეზიდენტის   სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან  გადაყვანა უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს შეიცავს.

მისივე თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა ახირებული მოთხოვნაა,  ერთადერთი კლინიკა, რომელსაც მოშიმშილეების მკურნალობის გამოცდილება აქვს, გლდანის ციხის საავადმყოფოა.

“რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ უწყებები, სამსახურები, სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ რისკის ქვეშ დაყენება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის არის სერიოზული დილემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთი რომ, არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე, უსაფრთხოების რისკები არის ძალიან სერიოზული”, “მოვუწოდებ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს, პრაქტიკულად მიწევს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების გამეორება, რომელსაც ის არ ასრულებს უკვე კვირაზე მეტია, თუ არ ვცდები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მე მგონი მინიმუმ 6 წელი სადაც იჯდება”, — განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.— განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...