მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს არ არის პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს უარყოს ჩვენთან საუბარი."- რუსი პრანკერი...

“ეს არ არის პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს უარყოს ჩვენთან საუბარი.”- რუსი პრანკერი მღებრიშვილთან სააკაშვილზე საუბარს ადასტურებს

Published on

რუსი პრანკერი მზად არის დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან მიხეილ სააკაშვილზე საუბრის ფაქტი. განცხადება ანდრეი სტოლიაროვმა, მეტსახელად "ლექსუსმა", რუსული რადიო სადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ის მზადაა გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ექსპერტიზას გადასცეს."ეს არ არის პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს უარყოს ჩვენთან საუბარი. მაგრამ, ასეთ შემთხვევებში, იქნება ეს ერდოღანი თუ ნატოს გენერალური მდივანი, ჩვენ ყოველთვის გადავცემდით ამ ჩანაწერებს ექსპერტიზისთვის დამოუკიდებელ სააგენტოებს. ყოველთვის ფაქტები მტკიცდებოდა. მინისტრის პირადი მობილური ტელეფონი გვაქვს, თუ აუცილებელია, შეგვიძლია წარმოვადგინოთ. ვფიქრობ, მის გარემოცვაში ეს ნომერი ყველამ იცის" – აცახდებს რუსი პრანკერი, ანდრეი სტოლიაროვი. "ლექსუსის" თქმითვე, მინისტრმა მათ ღია სატელეფონო კავშირის დროს საქართველოს პრემიერისა და პოროშენკოს საიდუმლო შეთანხმება გაუმხილა, რითაც შიდა ინსტრუქცია დაარღვია.აუდიო ჩანაწერი უკრაინულმა ვებ გვერდმა გამოაქვეყნა. ვებ გვერდის „სტრანა უა“-ს მტკიცებით, ცნობილმა რუსმა სატელეფონო ხულიგანმა, "ვოვანმა" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა, თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინდა.სატელეფონო საუბრისას მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ ისაუბრეს. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ გიორგი მღებრიშვილმა თავის კოლეგას უთხრა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე დააკავებენ, საქართველოს არ სურს, რომ ის გადმოსცენ.

სიახლეები

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000...

რუსეთი რომ იმარჯვებდეს, ის კიევში იქნებოდა და ხელისუფლება შეცვლილი ეყოლებოდა – კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის გამოსვლა იალტის კონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა, რომ "რუსეთი...

“მე ვერ მივდივარ, ჩემს ნაცვლად წადი შენ!” – ნიკა გვარამია ხალხს თსუ პირველ კორპუსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმარი ნიკა გვარამია 13 სექტემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს...

მზად ვარ, რუსეთს სანქციები დავუწესო, თუ NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა იგივეს გააკეთებს – ტრამპი

NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს "ბაიდენისა და ზელენსკის ომად" მოიხსენიებს...