მთავარისიახლეებიკონფლიქტებიცხინვალის ციხის ყოფილი პატიმრის, გენადი ბესტაევის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმრის, გენადი ბესტაევის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

Published on

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2 წლის წინ, უკანონოდ დაკავებული და ცხინვალში გასამართლებული გენადი ბესტაევი ადგილობრივმა რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებას 16 ნოემბერს, საღამოს გადასცა.

კლინიკის რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაშია და ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

მანამდე ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც 2019 წელს თავად იყო ცხინვალის ციხის უკანონო პატიმარი, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ცხინვალის საპატიმროდან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და ცხინვალის საავადმყოფოში მისი გადაყვანის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გენადი ბესტაევის გადაყვანის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი „შეიწყალა“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევი, რომლის სახლი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და ეზოში მავთულხლართია გავლებული, 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. მოგვიანებით მას ბრალად დასდეს ნარკოტიკების კონტრაბანდაც. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო პატიმრობიდან გენადი ბესტაევის გათავისუფლებას ქართული მხარე უშედეგოდ მოითხოვდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...