მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ის, რომ ხელისუფლებამ იმსხვერპლა კობა დავითაშვილი, მითია , მას ბეხტერევის დაავადება ჰქონდა...

,,ის, რომ ხელისუფლებამ იმსხვერპლა კობა დავითაშვილი, მითია , მას ბეხტერევის დაავადება ჰქონდა ” – ეკა წამალაშვილი

Published on

ის, რომ თითქოს  კობა დავითაშვილი სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ იმსხვერპლა მითია – წერს საქართველოს უახლესი ისტორიი მკვლევარი, ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი
,,წლის 23 ოქტომბერს ბათუმში მოხდა შეტაკება შინაგანი ჯარის ნაწილსა და საპროტეტსო აქციის მონაწილეებს შორის. იყვნენ მძიმედ დაშავებულები, მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი პოლიტიკური მდივანი კობა დავითაშვილი.
2007 წლის 7 ნოემბერს კობა ელიავას ბაზრობის ტერიტორიიდან იმ დროს გაიტაცეს, როცა გენერატორს ყიდულობდა აქციისთვის. გაიტაცეს, სცემეს და ნაცემი გორის ჰოსპიტალში მიიყვანეს. ეს იყო მძიმე ფაქტი, დანაშაული. მეორე დღეს კობამ ჩაატარა პრესკონფერენცია და თქვა, რომ ცემის შედეგად მისი მდგომარეობა არ ყოფილა მძიმე და ღამით კლინიკაში დარჩენა არ დასჭირვებია. გატეხილი ჰქონდა თავი და ნაღრძობი ჰქონდა ხელი.
ამ ამბის შემდეგ კობა დავითაშვილი აქტიურად აგრძელებდა მონაწილეობას საპროტესტო გამოსვლებში სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, შიმშილობაც კი გამოაცხადა პარლამენტის წინ.. მერე წავიდა მოსკოვშიც, ჟირინოვსკის შეხვდა, გახდა ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი და დეპუტატი, 2013 წელს ჩაერთო საპრეზიდენტო კამპანიაში, იყო პრეზიდენტობის კანდიდატი.
ბოლო წლებში მას გაუმწვავდა ხერხემლის და სახსრების ქრონიკული დაავადება, რომლის მიმართაც დადგენილია გენეტიკური წინასწარგანწყობის როლი.
ადამიანის გატაცება და ცემა მძიმე დანაშაულია, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი, რასაც არ გამოუწვევია მძიმე დაზიანებები, რანაირად გახდა ბეხტერევის დაავადებით 2020 წელს კობას გარდაცვალების მიზეზი?
ოჯახის წევრებს ასე სჯერათ, გავიგეთ., მაგრამ მედიებმაც დიდი როლი შეასრულეს ამ და სხვა ტყუილის სინამდვილედ გასაღებაში. მაგ “სიმართლით” 2003 წლის ცემაც კავშირში უნდა ყოფილიყო.
P.S თავის დროზე კობა დავითაშვილმა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რათა იქ დაედასტურებინათ 2007 წლის 7 ნოემბერს მისი წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული სარჩელი არ განიხილა.

სიახლეები

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის...

აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...