უშბაზე დაკარგული გერმანელ მამა-შვილს ამ დრომდე ეძებენ. დღეს მაშველების ორი ჯგუფი 3800 მეტრამდე სიმაღლეზე ავიდა, თუმცა დაკარგული ტურისტები ვერ იპოვეს. ”დღეს ასულები იყვნენ 3800 მეტრზე, ის მარშრუტი გაიარეს რა მარშრუტითაც მიდიოდნენ გერმანელი ტურისტები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი იპოვეს”, – განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება. გერმანელი ტურისტების დაკარგვასთან დაკავშირებით შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 8 აგვისტოს შევიდა. კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება ასევე მდინარე ენგურში გადავარდნილი 40 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ უშგულიდან მიმავალი ავტომობილი მდინარეში 6 აგვისტოს გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უშბაზე დაკარგულ გერმანელ მამა-შვილს ამ დრომდე ეძებენ
სიახლეები
საზოგადოება
ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...
საზოგადოება
ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა
ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...
სიახლეები
დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...
სიახლეები
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...