მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონსილიუმი რუსთავის ციხეში იყო საჭირო, გლდანში კი აღარ არის - თამარ გაბუნია

კონსილიუმი რუსთავის ციხეში იყო საჭირო, გლდანში კი აღარ არის – თამარ გაბუნია

Published on

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, კონსილიუმის საჭიროება აღარ არის.

მისი თქმით, გლდანის ციხეს აქვს კონტრაქტი არაერთ სამოქალაქო კლინიკასთან და თუ საჭირო იქნება, ნებისმიერი სპეციალისტის მიწვევას შეძლებს.

“კონსილიუმს, რომელიც შეიქმნა რუსთავის დაწესებულებაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგისთვის, იუსტიციიის სამინისტრო მართავდა მთელი ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც მოხდა ამ პაციენტის გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას.

ამ შემთხვევაში, თავად გლდანის დაწესებულებას აქვს შესაძლელობა და რეალურად დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია, მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც დაჭირდება. კონსილიუმი იმ ფორმატით, როგორც მუშაობდა რუსთავის დაწესებულებისთვის, ჩვენი შეფასებით, ამის საჭიროება დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულების ფორმატში არ დგას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუძლია მოიწვიოს მეორე აზრი, მოიწვიოს ექსპერტი, შექმნას ადგილზევე კონსილიუმი, თუ ამის საჭიროება იქნება. ეს არის ჩვეულებრივი სამედიცინო პროცესი”, – განაცხადა მან.

 

 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...