პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციის 4 წევრი მასთან იყო მისული და მიხეილ სააკაშვილის გორშის ჰოსპიტალში გადაყვანა სთხოვა.
,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია, მოუწოდებს კახა კუჭავას, დააკონკრეტოს, ოპოზიციიდან ვინ იყო მისული მასთან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
დააკონკრეტოს, რომელ ოპოზიციონერებს გულისხმობს. წარმოდგენა არა მაქვს, არ მინახავს მისი კომენტარი, დააკონკრეტოს ბატონმა კუჭავამ, ვინ ესაუბრა, რაზე ესაუბრა – განაცხადა ნიკა მელიამ.
არის ვარაუდი, რომ ეს მთხოვნელები შეიძლება იყონ ხვიჩია – ელისაშვილები, რომელნიც ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების თამაშს ეწევიან