არ მოგაკვლევინებთ! – თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

0
227

საპროტესტო მსვლელობა დაიწყო – ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები მეტრო ავლაბრის ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ დაიძრნენ და ბარათაშვილის დაღმართის გავლით მიემართებიან.

დღეს ოპოზიცია პროტესტის ნიშნად, ორივე სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ წინასწარ იცოდა ოპოზიციის გეგმა, თუმცა მოქალაქეებისთვის ალტერნატიული მარშრუტი არ შეუთავაზებია.

მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა და  ვადამდელი, სამართლიანი არჩევნებია

.

ოპოზიციის აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის მობილიზება დაიწყო. ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ ყვითელი ავტობუსები და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა. რისთვის ემზადება ხელისუფლება უცნობია, თუმცა დილით გავრცელებულ განცხადებაში, შსს-მ დაკავებები დააანონსა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან შეჩერდნენ. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. მმართველმა პარტიამ ხალხს პოლიციისა და სპეცრაზმის კორდონი დაახვედრა. სამართალდამცველები შესაბამისი ეკიპირებით “ოცნების” ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზეც ჩააყენეს.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ფეხით ამ წუთებში სწორედ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ მიდიან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისში დროებით საავტომობილო მოძრაობა იზღუდება, იგივე მოხდა “ნამახვანჰესის” აქციის დროსაც, თუმცა ამ შემთხვევაში სპეცრაზმი არ გამოუყვანიათ.

 

 

წინა სტატიაე.წ. პიჯაკების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს ჩაინიშნა – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს
შემდეგი სტატიაპიჯაკების საქმის მოსამართლე: ამ ქვეყანაში მე არავინ არაფერს მეკითხება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური