ე.წ. პიჯაკების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს ჩაინიშნა – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს

0
238

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს ჩაინიშნა. დღევანდელი პროცესი კი უკვე დასრულდა. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

დღევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილი ისევ არ დაასწრეს, გარდა ამისა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, პროცესზე არ დაუშვა სხვა მედიები.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა  მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს. აღნიშნულზე შუამდგომლობა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დააყენა.

“თქვენ ახლა რაც გააჟღერეთ, რა პოზიციაც ჩამოაყალიბეთ უკანასკნელი 15 წუთის მანძილზე ერთად აღებული ან ცალ-ცალკე დაშლილი თქვენი უპირობო აცილების საფუძველია ამ საქმეზე და მე ვაჟღერებ თქვენი აცილების შუამდგომლობას”, — აღნიშნა მან.

ბასილაიას თქმით, მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე “მიუკერძოებელი მსაჯული” არ არის. როგორც მან პროცესზე აღნიშნა, ამდენ ლოგიკურ წინააღმდეგობასა და სამართლებრივ ლაფსუსს მოსამართლე “თავს არ აკადრებდა”, რომ არა დავალება ან სხვა მოტივაცია, რაც შეიძლება, სხვადასხვა ფორმით მის “წახალისებაში” იყოს გამოხატული.

ადვოკატებმა გააპროტესტეს, რომ დღევანდელ პროცესზე  მიხეილ სააკაშვილი ისევ არ მიიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ მათი და თავად ექსპრეზიდენტის მოთხოვნაა, რომ ის სასამართლო სხდომებს დაესწროს.  ამჯერად ხელისუფლების არგუმენტია სუს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია  რომ სააკაშვილის გადაყვანის ხელის შეშლის მიზნით “დესტრუქციული” ქმედებები იგეგმება. კერძოდ, სუს-ზე დაყრდნობით პენიტენიცური აცხადებდა, რომ გადაყვანის დროს იგეგმებოდა გზების ბლოკირება, რაშიც 600-მდე მანქანა მიიღებდა მონაწილეობას, რაც უკონტროლო სიტუაციასა და ქაოსს გამოიწვევდა.

წინა სტატია,,უნდა ვარყიოთ ეს უკანონო რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! გელოდებით ავლაბრის მეტროსთან! ”- ნიკა მელია
შემდეგი სტატიაარ მოგაკვლევინებთ! – თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური