,,უნდა ვარყიოთ ეს უკანონო რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! გელოდებით ავლაბრის მეტროსთან! ”- ნიკა მელია

0
224

 ამ წუთებში  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მეტრო ავლაბართან იკრიბებიან. ამის შემდეგ გაიმართება მსვლელობა  და 15:00 საათიდან 17:00 საათამდე გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა შსს განცხადებას იმის შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევაში, წესრიგის აღდგენის მიზნით,  გამოიყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

,,თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევს ეს რეჟიმია! სწორედ ამიტომ უნდა ვარყიოთ ეს უკანონო რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! გელოდებით ავლაბრის მეტროსთან!– წერს ნიკა მელია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით

მისი თქმით, შსს-ს  განცხადებაში     არასწორადაა განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია  აქციის ხელის შეშლისკენ და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრატების დაკავებების დაანონსებას. 

ენმ  საპასუხო განცხადებაში უწყებას მოუწოდა, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიანად ჩატარება, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში

,,მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს, უზრუნველყონ შეკრებისმშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, “შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა”, – ნათქვამია ენმ განცხადებაში 

 

წინა სტატიაქუთაისელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაე.წ. პიჯაკების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს ჩაინიშნა – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური