მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

ქუთაისელი ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

Published on

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით ქუთაისში ექიმებმა აქცია გამართეს.

“შიმშილობა საკმაოდ რთული პროცესია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყველა ექიმს აქვს პოზიციის გამოხატვის უფლება. მე დღეს გადაწყვიტე, რომ ამის მოთმენა შეუძნებელია, ის დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში არის ჩემთვის მიუღებელია და ეს გადის ჩემს პროფესიული საქმიანობის ღირსებაზე და მე არ მქონდა უფლება სახლში ვმჯდარიყავი და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა ოფიციალურად, იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებში გამოხატული პოზიცია არ არის საკმარისი”. – ამბობს კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე

ერთ-ერთი ექიმის, ნატალია გაბუჩაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ აქვს სიცოცხლისთვის შეუსაბამო სისხლსდენის ნიშნებით გამოხატული პათოლოგია, რაც მოითხოვს ქირურგის ჩარევას.

“მოგეხსენებათ, დღეს არის შიმშილობის 46-ე დღე და ჩემთვის, როგორც ენდოკრინოლოგისთვის, საგანგაშო ნიშანი იყო, როდესაც გავიგე, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ყავისფერი მასებით პირღებინება. ეს არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი სისხლდენის ნიშნებით გამოხატული პათოლოგია. ამიტომ, ეს მოითხოვს არა მარტო ენდოსკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, რეანიმატოლოგის, ასევე აუცილებლად მოითხოვს ქირურგის ჩართულობასაც, აქტიური სისხლდენა არ არის ისეთი პათოლოგია, რომელიც თერაპიულმა პროფილმა უნდა მართოს. ეს იყო ჩემთვის ის საგანგაშო ნიშანი, როდესაც გაჩუმება აუცილებლად არის დანაშაულის ტოლფასი”. – თქვა ნატალია გაბუჩაძემ

სიახლეები

ოთარ ფარცხალაძის გვარი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს

ოთარ ფარცხალაძის გვარი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში - ანონიმური...

ბაჩიაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატი, დავით ჯანდიერი ამბობს, რომ...

ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლევან მგალობლიშვილმა სოციალურ...

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის შეხვედრა დაიწყო

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის შეხვედრა დაიწყო. მხარეები ჩიგარანის სასახლეში მივიდნენ. რუსული დელეგაციის წევრებს პიჯაკები...