მკვლელობა თბილისში

Published on

თბილისში, დღეს გამთენიას მკვლელობა მოხდა.
 
სამართალდამცველებმა სავარაუდო მკვლელი  ვ.ლ.  ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, გლდანში,  საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სტუმრად მყოფ თავის სტუმარს – 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – განმარტავენ შსს-ში.
 
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დაკავებულს წარდგენილი აქვს  განზრახ მკვლელობის ბრალდება. გამოძიება  მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
 
 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...