მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე და გააუქმოს...

აშშ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარება

Published on

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტს ეხმაურება და  განცხადებას ავრცელებს. 
 
„აშშ პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში მიიჩნევს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპების შეუსაბამოდ, რომლის მონაწილე რუსეთია“, – ნათქვამია განცხადებაში. 
 
აშშ-ს საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.
 
„აშშ არ სცნობს რუსთის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას. აშშ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.  

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...