მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მოხდა წუხელ თბილისის აეროპორტში?

რა მოხდა წუხელ თბილისის აეროპორტში?

Published on

გუშინ, ღამის 02:00 საათიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სარეგისტრაციო სისტემა  გაითიშა და რეისები შეფერხდა.
ყველა რეისი, რომელიც ღამის 2 საათიდან უნდა შესრულებულიყო, დანიშნულების ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით გაფრინდა. 
 
 ”ტავ-ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილის  თეა ზაქარაძის განცხადებით,  სარეგისტრაციო სისტემას პრობლემა მხოლოდ თბილისის შემომავალ ხაზზე შეექმნა და სულ 7 ავიაკომპანიის რეისების შეფერხება გამოიწვია. 
შეფერხება შეეხო რეისებს სტამბოლის, ანტალიის, მიუნჰენის, ვარშავის, კიევისა და დუბაის მიმართულებით. 
 

თეა ზაქარაძის თქმით,  შეფერხების შესახებ შეტყობინება წუხელვე ეცნობა სარეგისტრაციო სისტემის წარმომადგენელ კომპანიას მონრეალში. ზომები შეფერხების აღმოფხვრისათვის შეძლებისდაგვარად სწრაფად იქნა მიღებული, მაგრამ სისტემა სრულად აქამდე არ არის აღდგენილი და  აეროპორტი ამ დრომდე შეფერხებებით მუშაობს, მაგრამ,  როგორც ადმინისტრაციააცხადებეს პრობლემა სრულად 12:00 საათისთვის ამოიწურება.
  
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წარმოქმნილ  შეფერხებებს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრი  გამოეხმაურა. მან   ინფორმაციის მიღება  ეკონომიკის მინისტრისგან მოითხოვა. გიორგი გახარიას განმარტებით, პრობლემა საერთაშორისო სისტემა "სიტას" შეექმნა და მსგავსი პრობლემა არ არის მხოლოდ თბილისში.
 
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ონლაინ რეგისტარაცია ამ ეტაპზე ვერ ხდება და თანამშრომლებს ფიზიკურად უწევთ მოქალაქეთა დარეგისტრირება. გიორგი გახარიას ინფორმაციით, პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდება. 
 
პრემიერმინისტრმა დღევანდეოლ მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზეც შეფერხებები შეექმნათ მძღოლებს. 
 
„მე მინდა გთხოვოთ, ჯანდაცვის და შს სამინისტროებს, რომ განსაკუთრებით ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, იქ საკმაოდ გაუსაძლისი პირობები იყო ორიოდე დღის წინ. გარკვეული ზომები მიღებული იყო, მაგრამ, მინდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც უწევთ ლოდინი რიგში," – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...