მთავარისიახლეებისაზოგადოება"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მერიის ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩემს სამომავლო გეგმებს"-...

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მერიის ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩემს სამომავლო გეგმებს”- ზვიად სიჭინავას გედების ბოტანიკურ ბაღში გადაყვანაზე მერიამ უარი უთხრა

Published on

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივით და უშუალოდ მისი თაოსნობით  ზუგდიდში გედები ჩაომიყვანეს. ბოტანიკურ ბაღში გედებს მას შემდეგ უნდა დაედოთ ბინა, როცა ქალაქის მერია სპეციალურ ნებართვას გასცემდა, თუმცა მერიისგან ზვიად სიჭინავას აცნობეს, რომ გედები ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის დასრულებამდე ბოტანიკურ ბაღში ვერ განთავსდებიან.
 
 
საკითხს ზვიად სიჭინავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. „როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, ქალაქ ზუგდიდში ჩამოვიყვანე გედები, რომლის საჩუქრად გადაცემაც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის მსურდა.ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი განცხადებით მივმართე 24 ივლისს ქალაქის მერიას, საიდანაც პასუხი დამიბრუნდა, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საფუძვლიანი რეაბილიტაცია იწყება და ვიდრე არ დასრულდება ეს, ქალაქის მერია პასუხისმგებლობას ვერ იღებს გედების მოვლასა და შენახვასთან დაკავშირებით.მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მერიის ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩემს სამომავლო გეგმებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, თემის პოლიტიზაცია არ მოხდება. ვიდრე ზუგდიდის ხელმძღვანელობა ბოტანიკურ ბაღში არ დაასრულებს ზემოთხსენებულ რეაბილიტაციის პროცესს, გედები კვლავ დარჩებიან „ბაიას“ ბაზაზე“, სადაც მათთვის სპეციალური სამყოფელი მოეწყო.ამასთან, აქვე მინდა გაცნობოთ, რომ თუ ვინმეს სურს, რომ ბავშვებმა გედები ნახონ, ამის შესაძლებლობა ყველას ექნება. როგორც კი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება, იმედი მაქვს, ქალაქის მერიას ექნება მზაობა, რომ აიღოს პასუხისმგებლობა გედებზე.“- წერს სიჭინავა.ის  აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და გახდეს ქალაქ ზუგდიდის მერი. ზვიად სიჭინავა ამ დრომდე არ აკონკრეტებს დამოუკიდებლად აპირებს ბრძოლას არჩევნებში თუ რომელიმე პარტიის სახელით.
 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...