მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ წარადგინა ..გირჩმა'' შეგნებულად ყალბი ხელმოწერები ცესკო-ში?

რატომ წარადგინა ..გირჩმა” შეგნებულად ყალბი ხელმოწერები ცესკო-ში?

Published on

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი "გირჩმა" არა საჯაროდ გაყალბებული ხელმოწერების, არამედ ტექნიკური ხარვეზის გამო მიიღო. "გირჩის" თავმჯდომარე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და ახსნა-განმარტებებს ითხოვს, კერძოდ, სიების შემოწმებისთვის რა მეთოდლოგია გამოიყენა კომისიამ.
 
ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ, ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ "ცესკოში" შეგნებულად წარადგინეს ყალბი ხელმოწერები.
ეს არის პროტესტი იმ პრაქტიკის მიმართ, რომ  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე დარეგისტრირებისათვის ყალბ  ხელმოწერებს წარადგენენ ცესკოში.
 
გირჩში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოდექსს ხარვეზი აქვს და შესაცვლელია მეთოდოლოგია. მეთოდოლოგიის შეცვლის მიზნით კი, მათ აღნიშნულ ხერხს მიმართეს.
 
„ტექნიკური, აბსურდული მიზეზები დაუდეს საფუძვლად იმას, რომ ხელმოწერების რაოდენობა ჩაეთვალათ ბათილად. ჩვენ მიერ წარდგენილ ამ თავიდან ბოლომდე ყალბ ხელმოწერებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იპოვა 13 ნამდვილი ხელმოწერა. ეს პროცედურა ჩვენ გავიარეთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, თუ როგორი სიყალბით არიან დაკავებული საქართველოში პოლიტიკური პარტიები. მეორეს მხრივ, ვცადეთ გვეჩვენებინა თუ რამდენად იდიოტურია ეს სახელმწიფო რეგულაციები, რომლებიც ავალდებულებს პოლიტიკურ პარტიას, ასეთი ხელმოწერების წარდგენას,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
 
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ მიერ წარდგენილი ხელმოწერები საარჩევნო კოდექსის კანონმდებლობის შესაბამისად შევსებული არ იყო.
 
ცესკოში აცხადებენ, რომ ნამდვილად მხოლოდ 13 ხელმოწერა ჩაითვალა, ხოლო დანარჩენი კი ბათილად იქნა ცნობილი.
 
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს დადგენილებით დადგენილი, სპეციალური ბლანკის ნიმუში. ეს ნიმუში გადაეცემა პარტიას, შევსების წინ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას, მათ შორის, "გირჩსაც" გადაეცა ამ ბლანკის შევსების წესი, სადაც დეტალურად არის მითითებული არა მხოლოდ შევსების წესი, არამედ შემოწმების მეთოდოლოგიაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბათილად იქნა ყველა ის ხელმოწერა, სადაც პასუხისმგებელი პირის მიერ, ხელმოწერილი დოკუმენტაცია იყო არასწორად მითითებული ან პასუხისმგებელი პირის მიერ, მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას,“ -განმარტავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...