მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებაზე უარი თქვა

ირაკლი ღარიბაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებაზე უარი თქვა

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თქვა, რომ “ეს მისი პრეროგატივა არ არის”.

“მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას”, – თქვა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხს, მან მედიის კითხვას ასე უპასუხა: “მე გითხარით, რომ პატიმარსა და პატიმრებზე, მე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება”, – თქვა მან.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...