საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 77 ადამიანი, 4 744 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 49 334 კვლევა, აქედან 29 214 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 120 PCR-ით. 10 ნოემბერს აიცრა 6 356 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,25%-ია, ბოლო 14 დღის – 9,98%-ია, 7 დღის – 10,19%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
თბილისი – 1 832 შემთხვევა;
აჭარა – 133;
იმერეთი – 711;
ქვემო ქართლი – 362;
შიდა ქართლი – 423;
გურია – 84;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 311;
კახეთი – 448;
მცხეთა-მთიანეთი – 118;
სამცხე-ჯავახეთი – 104;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 55 304 აქტიური შემთხვევაა. 6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 650, აჭარაში – 604, იმერეთში – 1 448. მძიმე პაციენტია 1 676 პირი, მათ შორის, თბილისში – 643, აჭარაში – 124, იმერეთში – 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 36, იმერეთში – 29.
1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 824 – თბილისში, 286 – აჭარაში. 47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 54, ხოლო აჭარაში – 0. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 771 381 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 705 312 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 739 კი გარდაიცვალა.