მთავარისიახლეებისაზოგადოებალიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას...

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published on

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
 
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ 2008 წლის აგვისტოში შეძრა მსოფლიო. ომის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რუსეთმა კი საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ისინი აიძულეს დაეტოვებინათ თავიანთი სახლები და მათ დღემდე არ შეუძლიათ დაბრუნება“, – ნათქვამია ლიტვის საგარეო უწყების განცხადებაში. 
 
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად განაგრძონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა და საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა.
 
„ომიდან ცხრა წლის შემდეგ რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ე.წ. ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი დე- ფაქტო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ამ რეგიონების მცოცავი ანექსია გრძელდება. საქართველოს ამ რეგიონებში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს და შეუძლებელია სიტუაციის საერთაშორისო მონიტორინგი“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, გუშინ, 8 აგვისტოს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში ჩავიდა. ლიტვის უმაღლეს სახელისუფლებო წრეებთან შეხვედრის პარალელურად მან  მონაწილეობა მიიღო ლიტვაში  რუსეთის საელჩოსთან  გამართულ საპროტესტო  აქციაში რუსეთის ოკუპანტური პოლიტიკის და სახელდობრ 8 აგვისტოს განხორციელებული აგრესიის  წინააღმდეგ. 
 
 
 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...