მთავარისიახლეები7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ლია ორკოდაშვილის, ნინო ელიეშვილისა და მაია ქოქიაშვილის შემადგენლობით, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.

მოსამართლე ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო აღკვეთის ზომად, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვეღარ ხედავს

ამავე საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთი – პატიმრობა კი უცვლელი დარჩა, რადგან მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი

შეგახსენებთ, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...