მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მალე გამოვალ, ხელწერილით..." - თენგიზ გუნავას პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

“მალე გამოვალ, ხელწერილით…” – თენგიზ გუნავას პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, “ევროპული საქართველოს” წევრი თენგიზ გუანავა ადასტურებს, რომ დაკავებულია. როგორც მან “ოდიშინიუსს” უთხრა, შესაბამისი პროცედურებისა და ოქმის შევსების შემდეგ, სავარაუდოდ, მალევე გაათავისუფლებენ. 

“ყველაფერი რიგზეა, სავარაუდოდ, მალე გამოვალ, ხელწერილით”, – უთხრა თენგიზ გუნავამ ოდიშინიუსს. 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავას გარდა, დღეს თბილისში, სხავადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 45 პირი, მათ შორის, ბადრი შუბლაძე, რომეო ფარულავა, ბორის ჩელე ყურუა, შუქრი ბურჭულაძე, ვაჟა ცეცაძე და სხვები დააკავეს.  

შსს-მ განაცხადა, რომ იმ ადგილებზე, სადაც “დემოსნტრანტები გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს”, პოლიციამ კანონის შესაბამისად იმოქმედა.

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...