მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ მიხეილ სააკაშვილს არ მისცემთ საშუალებას, პროცესს დაესწროს, ეს სასამართლო "ტროიკას" დაემსგავსება...

თუ მიხეილ სააკაშვილს არ მისცემთ საშუალებას, პროცესს დაესწროს, ეს სასამართლო “ტროიკას” დაემსგავსება – ბასიალაია

Published on

“დამისახელეთ ერთი ნორმა კანონმდებლობაში, რომელიც აძლევს უფლებას პენიტენციურ სამსახურს/ბადრაგს, სხვა საქმეზე გამოძიების გამო, რომელზეც არავინ არ არის ბრალდებული, რომელზეც არცერთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ არსებობს, უარი უთხრას ბრალდებულს, დაესწროს სასამართლო პროცესს”, – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეებს.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ მე ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და მან მზადყოფნა გამოთქვა პროცესზე დასწრებისთვის. რაც შეეხება სუსის ნაწილს, ეს არის სრული სისულელე, მაგრამ რომც არ იყოს სისულელე და ამ განხილვაში არ შევიდეთ, თქვენს წინაშე არის ფარატინა ქაღალდი, რომელსაც არ ერთვის არანაირი მტკიცებულება, არ არის აღკვეთის ღონისძიება სხვა ნებისმიერი პირია მიმართ. თუ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუასლება, დაესწროს პროცესს, ეს სასამართლო დაემსგავსება “ტროიკას”, სადაც გადაწყვეტილებებს იღებდნენ მათ შორის, ბრალდებულის დაუსწრებლად”, – განაცხადა ბექა ბასიალაიამ.

მისი თქმით, რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანის დროს არ მომხდარა არანაირი ექსცესი და არეულობა, რაც თავშივე გამორიცხავს პენიტენციური სამსახურის განცხადებაჭში ბადრაგირებაზე უარის თქმის მიზნით მოყვანილ შესაძლო არეულობის დასაშვებობას.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასამარ₾ო პროცესი ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა მის ბადრაგირებაზე, მიზეზად კი შესაძლო დესტრუქცია და არეულობა დაასახელა.

აქვე გეტყვით, რომ სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. ცოტა ხნის წინ იქ პროტესტის ნიშნად, მოქალაქეთა ნაწილმა ფეხქვეშ გათელა რუსეთის სახელმწიფო დროშა.

მოქალაქეებმა რუსეთის დროშა ფეხქვეშ გათელეს – საპასუხო პროტესტი ტვ “როსიას”

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...