მთავარისიახლეებიმსოფლიომიწისძვრა ჩინეთში

მიწისძვრა ჩინეთში

Published on

სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას ჩინეთში. სიჩუანის პროვინციაში 6.5 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებს ძლიერი ნგრევა მოჰყვა. დაშავებულია 175 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტებიც. სტიქიის შედეგად დაინგრა 25 ათასამდე საცხოვრებელი სახლი.
 
სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებას დაზიანებული გზები აფერხებს. მაშველები ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებში ჩარჩენილი 100-მდე ტურისტის გადარჩენას ცდილობენ.
 
ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში მომხდარი მეორე ძლიერი მიწისძვრაა. ჩინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

 

სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...

საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია-კობახიძე

როდესაც ისინი თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა...