მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყრას

აშშ დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყრას

Published on

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ბატონი სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ამასთან, დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მოეპყრას მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად”, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ყოველდღიურ ბრიფინგზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის პირობების შესახებ სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადებები შეშფოთებას იწვევს. 

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან”, – აღნიშნა პრაისმა.

“დღევანდელი განცხადების ფონზე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ბატონ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებების უზრუნველყოფისთვის.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სამართლიანად და ღირსეულად მოეპყრას ბატონ სააკაშვილს, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა დაიცვას მოქალაქეები შეურაცხყოფისგან, მათ შორის ფსიქიკური ძალადობისგან და გაუწიოს მათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება”, – აღნიშნა აშშ სახდეპის პრესსპიკერმა. 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...