მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ევროპულმა საქართველომ“ აგვისტოს ომს ენგურის ხიდზე სპეციალური გამოფენა მიუძღვნა

„ევროპულმა საქართველომ“ აგვისტოს ომს ენგურის ხიდზე სპეციალური გამოფენა მიუძღვნა

Published on

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროები გაიხსენეს დღეს ენგურის ხიდზე. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარტიის ახალგაზრდულ ფრთასთან და მხარდამჭერებთან ერთად ომის 9 წლის თავს სპეციალური ფოტოგამოფენა მიუძღვნეს, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას 1801 წლიდან 2008 წლამდე ისტორიას ასახავდა. ენგურის ხიდის ტერიტორიაზე ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი იყო ფოტო და დოკუმენტური მასალა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანია მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ საქართველო მისი ტერიტორიების ოკუპაციას არ შეეგუება.2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 9 წელი გავიდა, რომელმაც 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი შეეწირა. დღემდე დაკარგულად ითვლება 23 ჯარისკაცი. საკუთარი სახლის დატოვება მოუწია დაახლოებით 150 000 ადამიანს, რომელთაგან 30 000-მდე დღემდე დევნილად ითვლება.
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...