მთავარისიახლეებიკონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ აუცილებელია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა

კონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ აუცილებელია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა

Published on

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ანალიზების პასუხების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

მისი თქმით, კონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

“ანალიზების პასუხების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, მდგომარეობის საერთო გაუარესება იყო და კონსილიუმმა მიიღო ერთხმად გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის გადაუდგებელი გადაყვანა, მკურნალობა, დიაგნოსტიკა მრავალპროფილურ კლინიკაში”, – თქვა ყიფშიძემ.

სააკაშვილი 39-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის” მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.

კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ამ პროდუქტს მას სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

მიხეილ სააკაშვილმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...