მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ვილნიუსში აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ აქციას დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი ვილნიუსში აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ აქციას დაესწრო

Published on

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან ლიტვაში გაემგზავრა და ვილნიუსში აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ აქციას დაესწრო. ღონისძიებაში ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი და ლიტველი პარლამენტარებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ლიტვის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი.
მიხეილ სააკაშვილმა მათ საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 
 
„2008 წელს ლიტვა იყო პირველი, რომელიც დაგვეხმარა. პუტინს მაშინ იმედი ჰქონდა, რომ ყველა მიგვატოვებდა. ხალხი შვებულებებში იმყოფებოდა, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა საკუთარი თავის მობილიზება მოახდინეს. ლიტვამ თვითმფრინავი დატვირთა საბრძოლო მასალით და გამოგზავნა. არ გვჭირდებოდა, რადგან გვქონდა, მაგრამ ფაქტი იყო მნიშვნელოვანი. მაშინ ვერცერთი თვითმფრინავი შემოდიოდა საქართველოს საჰაერო სივრცეში. ლიტვის ერთადერთი სატვირთო ხომალდი კი მაინც ჩამოფრინდა. აი, ეს გააკეთეს ჩვენმა მეგობრებმა ჩვენთვის.
მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩამოვიდა ლიტვის პრემიერმინისტრი, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ მთავარ ხიდზე დაწვებოდა და როდესაც რუსები დაბომბავდნენ, ეცოდინებოდა ყველას, რომ მათ მოკლეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გმირული საქციელი იყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ადამკუსიც ავადმყოფობის მიუხედავად, ჩვენ გვერდით იდგა თბილისის მთავარ მოედანზე. ამას ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობას უხდის ლიტველ მეგობრებს მისი მოქალაქეობის დაკარვის საკითხთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისთვის.
 
“მე ვემზადები უკრაინაში სასამართლოსათვის. ვამზადებ შესაბამის იურიდიულ დოკუმენტებს. ჩემს ადვოკატებთან ერთად განვიხილავ როდის უნდა დავბრუნდე, რომელ სასამართლოში უნდა შევიტანო სარჩელი და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავდივარ მხარდამჭერებთან, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება მოხდეს,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
 

 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...