მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არავის მივცემთ უფლებას მოგვიკლას პრეზიდენტი და დაატყვევოს ქვეყანა'' - აჭარიდან,...

,,არავის მივცემთ უფლებას მოგვიკლას პრეზიდენტი და დაატყვევოს ქვეყანა” – აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ავტოკოლონები უკვე დაიძრა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინისა და ივანიშვილის პირადი პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.- ასეთია თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა

სამეგრელოდან ავტოკოლონები უკვე დაიძრა

“ფეხს არ მოვიცვლით რუსთაველიდან მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა და სასწრაფო წესით კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა”, – თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ანი წითლიძემ.

თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას უერთდებიან  და თბილისისკენ მიემართებიან  მიხეილ სააკაშვილისხარდამჭერები დაარჩენების გაყალბებით აღფოთებული ადამიანები  აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან. მარტო   იმერეთიდან აქციაზე რამდენიმე ათას ადამიანს ელოდებიან.

“ყველანი ძალიან კარგად ვხვდებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა მართლა გადის საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. მე მგონია, რომ მთელი ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ ჩვენ არ მივცეთ ივანიშვილს, პუტინის, ამ ადამიანების ჯგუფს, რომ დაჩაგროს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყანა”, – თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.

ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში გადაიყვანონ, ასევე, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

 

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...