მთავარისიახლეებისაზოგადოებამარხვის შენახვა უჭირს ხალხს და ასე 40 დღე მშრალად მარხვის შენახვა, აღსარება...

მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და ასე 40 დღე მშრალად მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება არის ძალიან დიდი ღვაწლი…- მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა

Published on

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აზიარა. მან ამას ისტორიული დღე უწოდა და მიზეზი განმარტა.

“დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე. მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის ჩემი შეფასება, მე ვიყავი საპყრობილეში და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს.” – თქვა მიტროპოლიტმა.

მან სააკაშვილის შიმშილობას მარხვა უწოდა. მიტროპოლიტის თქმით, სააკაშვილმა სთხოვა მათ ზიარება.

“40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ და არასოდეს არავის მოუცია შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე. იგი ეზიარა ღირსეულად…

მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და ასე 40 დღე მშრალად მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება არის ძალიან დიდი ღვაწლი…

პოლიტიკოსებისთვის ეს იყო შიმშილობა, ჩემთვის ეს იყო მარხვა…” – თქვა მან.

მისი თქმით, მსგავსად 40 დღის განმავლობაში “მშრალი მარხვის” შენახვის მხოლოდ ისტორიული მაგალითები არსებობს. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ასეთი იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა.

“მან გალობანი სინანულისანი შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არის და მასაც დიდი ცოდვები ჰქონდა საკმაოდ”, – თქვა მიტროპოლიტმა.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...