მთავარისიახლეებიკონფლიქტებიზუგდიდში,თავისუფლების მოედანზე ხალხმა 12 საათიდან იწყო შეკრება, მოკლე ხანში ისინი...

ზუგდიდში,თავისუფლების მოედანზე ხალხმა 12 საათიდან იწყო შეკრება, მოკლე ხანში ისინი ენგურის ხიდისკენ გაემართებიან

Published on

ყარაფილასთან 12 საათზე დაგეგმილი საპროტესტო აქცია  უკვე დაიწყო,  ხოლო ენგურის ხიდზე 14 საათზე დაიწყება.
 
 ზუგდიდში, ენგურის ხიდზე პროტესტის გამოხატვის მსურველები თავისუფლების მოედანზე 12 საათიდან შეიკრიბნენ და მოკლე ხანში  საოკუპაციო ზოლისკენ,  სოფელ რუხის მონაკვეთისკენ,  ენგურის ხიდისკენ გაემართებიან. 
 
ენგურის ხიდის ცოცხალ ჯაჭვში, ძირითადად, "ქრონიკა პლუსის" ჟურნალისტები და რედაქციის სხვა თანამშრომლები იდგებიან, მათ არ უცდიათ რაიმე ზომების მიღება აქცციის ხალხმრავლობის უზრუნველყოფისთვის, რადგან  დარწმუნებული არიან, რომ ხალხი ისედაც მოვა. 
 
,,აქციის მონაწილეთა სიმრავლე ჩვენი თვითმიზანი არ არის, მთავარია, რომ ვლადიმირ პუტინის დემონსტრაციული ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში გაპროტესტდება. ცხადია, ყარაფილასთან დაგეგმილ აქციას სოლიდარობას ვუცხადებთ და ყველა იქ მისულს მივესალმებით, მაგრამ ალბათ, უპრიანია, ცოცხალი ჯაჭვი ენგურის ხიდზეც იდგეს, რადგან სწორედ ენგურის ხიდიდან და კიდევ ორი მიმართულებიდან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 2008 წელს უამრავი რუსული საბრძოლო ტექნიკა და დიდი რაოდენობით ცოცხალი   ძალა შემოვიდა" – ამ აქციაში ზუგდიდელთა მონაწილეობისა და აქტიურობის იმედი აქვს – აცხადებდა ამ დღეებში რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და "ოლმედიის" რედაქტორი ლაშა ბერულავა და, მართლაც, ყველა ნიშანია იმისა, რომ აქციაში  დიდძალი ხალხი მიიღებს მონაწილეობას
. 
ენგურის ხიდთან აქციაში ჩაერთვება  ქუთაისიდან დაძრული კოლონაც, რომელსაც "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აქციის ერთრთი ორგანიზატორი  ელისო კილაძე გამოუძღვა ზუგდიდისაკენ. 
,, ჩვენ ენგურის ხიდიდან ვეტყვით მსოფლიოს, რომ რუსეთი ოკუპანტია ! აფხაზეთი საქართველოა!", – აცხადებს იგი.  
 
შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია" და მედიაჰოლდინგი "ქრონიკა პლუს" დღეს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან, ცოცხალი ჯაჭვის გავლებას გეგმავენ.
 
აქციები მიზნად ისახავს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებასა და მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვას, ხოლო ენგურის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვით მისი მონაწილეები 8 აგვისტოს სოხუმში ვ. პუტინის შესაძლო ჩასვლასაც გააპროტესტებენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...