მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპუტინმა აფხაზები ისევ გადააგდო?,,დადია მურსია დო ბაჩილა შარას გილაჩოქუდუა'' - ბატონი ...

პუტინმა აფხაზები ისევ გადააგდო?,,დადია მურსია დო ბაჩილა შარას გილაჩოქუდუა” – ბატონი მოდისო და ბაჩილა გზაზე იყო დაჩოქილიო…

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოსკოველი ,,რევიზორის'' ჩამოსვლისთვის ყველაფერი მზადა აქვს. როგორც სამეგრელოში ვიტყვით, ,,დადია მურსია დო ბაჩილა შარას გილაჩოქუდუა'' ( დადიანი მოდისო და ბაჩილა გზაზე იყო დაჩოქილიო).
 
პუტინი კი აფხაზეთში  ამ დრომდე არ არის ჩასული. ინფორმაციას დღეს დაგეგმილ მის ვიზიტზე მხოლოდ აფხაზური მედია ავრცელებს, რუსეთის   ოფიციოზი და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, პუტინის ადმინისტრაცია კი დუმს – ადმინისტრაციის  ოფიციალურ გვერდზე ს ამის შესახებ ამ დრომდე  არანაირი ინფორმაცია არ არის განთავსებული.  
 
თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება, – ასე უპასუხეს „ინტერპრესნიუსს“ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში, აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
 
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ. მათი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და დე ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შორის პირისპირ შეხვედრა დღეს ბიჭვინთაში უნდა გაიმართოს.
თუ ეს ვიზიტი შედგა, იგი  პუტინის  მეოთხე ჩასვლა იქნება აფხაზეთში. 
პირველად იგი 2009 წლის 12 აგვისტო ჩავიდა  სოხუმში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის რანგში. 
მეორედ  2011 წლის 2 ივნისს, სერგეი ბაღაფშის დაკრძალვაზე, მესამედ 2013 წლის აგვისტოში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან.  
 აფხაზეთში ვრცელდება ხმები, რომ ამ ვიზიტის შემდეგ შეიძლება აფხაზეთის ხელისუფლება შეიცვალოს.
 
ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა საზაფხულო ვიზიტების ტრადიციას პუტინი დღეს.  
 




 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...