მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი სიგუა: ,,არ ვარ ნარკობარონი და არავისთან ვარ შეკრული. ამ ყველაფრის...

გიორგი სიგუა: ,,არ ვარ ნარკობარონი და არავისთან ვარ შეკრული. ამ ყველაფრის მერე არც მეფესტივალება და არც გართობა მინდა”

Published on

 როდესაც საქმე გვაქვს ამხელა ღონისძიებასთან, შეუძლებელია გააკონტროლო, ვის რა აქვს ჩაყლაპული და რა აქვს ჯიბეში.  ჩვენ ვსაუბრობთ ერთთვიან კურორტზე, რომელსაც 32 დღის განმავლობაში 10 000 ვიზიტორი ყავს და ამდენ ხალხში  ნარკოტიკიც ექნება ვიღაცას ჯიბეში, ვიღაც შებოლილი თევზითაც მოვა, ვიღაც გადაყლაპულიც შემოვა და ა.შ .  არც ნარკორეალიზატორები და არც ნარკომომხმარებლები მე არ მითანხმებენ, საიდან შემოდის ნარკოტიკები” – განაცხადა GEM FEST-ის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 
 
მისი თქმით, ბრალდება, რომ ფესტივალის ორგანიზატორები ნარკორეალიზატორებს მფარველობენ, არასწორი და აბსურდულია. სიგუას განცხადებით,
ნარკოტიკების გავრცელებაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ავრცელებს და იმ ადამიანების პირადი პასუხისმგებლობაა, ვინც ამ ნარკოტიკებს ღებულობს, – 

 
გიორგი სიგუა აღნიშნავს, რომ შს სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ტერიტორიაზე უკვე 10-მდე ადამიანი დააკავა. მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ რატომ იჭერენ ამ ადამიანებს, თუ კი, მფარველობა ხდება. საშინელი აბსურდია, რომ ჩვენ ვიღაცას ვმფარველობდეთ, ამაზრზენია. 
 
“ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ადამიანების ტრაგედიაზე, ცუდად გახდომაზე, მოითბონ ხელი, დაიწერონ ქულები, გამოჩდნენ და მოიპოვონ საეთერო დრო, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად იქცევიან. მეც შემიძლია იგივე ორგანიზაციები დავადანაშაულო, ენას ძვალი არ აქვს და რაც უნდათ ის იძახონ. 
 
პირადად მე, გიორგი სიგუას, ამ ყველაფრის მერე არც მეფესტივალება და არც გართობა მინდა. იმის მაგივრად, რომ მე თქვენ გესაუბროთ გართობაზე, მიწევს იმის თქმა, რომ არ ვარ ნარკობარონი და რომ არავისთან ვარ შეკრული.'' 
 

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...