სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მიღებიდან 71-ე წლისთავზე, გრძელდება მოქალაქეთა წამება, მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმით”
– ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკრაინის სახალხო დამცველი.
ლუდმილა დენისოვა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ახსენებს, რომ ამ კონვენციაზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი.
“სამწუხაროა, რომ 71-ე წლისთავზე, – ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მიღებიდან, რომლის ხელმომწერი საქართველოც არის, გრძელდება მოქალაქეთა წამება – მათთვის ადექვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმით. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას საერთაშორისო ნორმები, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მესამე მუხლი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან ღირსების შემლახველ დამოკიდებულებასა და დასჯას.
მიხეილს, ახლა, უკიდურესად სჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება”, – აცხადებს ლუდმილა დენისოვა.