საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 47 ადამიანი, 4 223 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 901 კვლევა, აქედან 36 630 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 271 PCR-ით. 1 ნოემბერს აიცრა 3 369 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 11.36%-ია, ბოლო 14 დღის – 9.02%-ია, 7 დღის – 9.06%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
თბილისი – 1 794 შემთხვევა;
აჭარა – 149;
იმერეთი – 1 189;
ქვემო ქართლი – 317;
შიდა ქართლი – 512;
გურია – 132;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 448;
კახეთი – 657;
მცხეთა-მთიანეთი – 149;
სამცხე-ჯავახეთი – 123;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 83.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 46 957 აქტიური შემთხვევაა. 6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 475, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 398. მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში – 591, აჭარაში – 128, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 37, იმერეთში – 32.
1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 – თბილისში, 205 – აჭარაში. 39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 2. თვითიზოლაციაში იმყოფება 33 461 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 726 941 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 669 822 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 136 კი გარდაიცვალა.