მთავარისიახლეებისამხედრო თემაუმცროსი სერჟანტი მდინარ ბებიაშვილი სამშობლოში ბრუნდება

უმცროსი სერჟანტი მდინარ ბებიაშვილი სამშობლოში ბრუნდება

Published on

ავღანეთში დაღუპული უმცროსი სერჟანტის  მდინარ ბებიაშვილის ცხედარს დღეს  საქართველოში გადმოასვენებენ.
 გადმოსვენება ბაგრამის საავიაციო ბაზიდან, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით მოხდება.
მას აეროპორტში დახვდებიან საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მაღალი რანგის წარმომადგენელები, საქართველოს შეიარაღებული ძალების, თავდაცის სამინისტროს, სხვა ძალოვანი უწყებების მარღლჩინოსნები, საზოგადოების წარმომადგენლები.
აეროპორტში მას საპატიო ყარაული დახვდება. სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი შეასრულებს სამგლოვიარო მარშს.
 
"დახვედრის შემდეგ ცხედარს  ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, იქიდან კი, შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, – მის მშობლიურ სოფელში  მარტოთუბანში, სადაც   დღესვე  სამხედრო პატივით დაკრძალავენ. '' – განაცხადა გენერალური შტაბის საზოგადოებრივ საქმეთა უფროსმა ოფიცერმა, ემზარ სვანიძემ. 
 
25 წლის მდინარ ბებიაშვილი წარმოშობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნიდან იყო. ის ავღანეთში რიგით მესამე სამხედრო მისიაში იღებდა მონაწილეობას. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონში მსახურობდა და   „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა.
იგი ავღანეთში 3 აგვისტოს მოტორიზებული პატრულირების დროს თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 
 
თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 3 ქართველი სამხედრო. მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა კაპიტან მიხეილ გვრიჯიშვილს აქვს. 
"მძიმე მდგომარეობა იყო და სტაბილურად მძიმედ რჩება კაპიტან გვრიჯიშვილის მდგომარეობა, ამ ეტაპზე კვლავ ბაგრამის აეროპორტში იმყოფება, მას ჩაუტარდა ოპერაცია თვალზე და ფეხზე. კონტროლირებადია ვითარება. ის გონზე ჯერ არ მოუყვანიათ სპეციალურად, რათა ორგანიზმმა დაისვენოს და ოპერაცია მშვიდობიანად ჩატარდეს. რაც შეეხება ხახუტაშვილს, ის გადაყვანილია გერმანიაში, მას ჰქონდა შედარებით მსუბუქი ჭრილობები ხელისა და ფეხის არეში, აბსოლუტურად კონტროლირებადი ვითარებაა, მსუბუქია ჭრილობები. რაც შეეხება მესამეს, ხარშილაძეს, ის ფაქტობრივად, მეორე დღესვე გამოიწერა, იმყოფება ბაგრამის საჰაერო ბაზაზე," – განაცხადა გენერალური შტაბის საზოგადოებრივ საქმეთა უფროსმა ოფიცერმა, ემზარ სვანიძემ. 
 
 
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...