მთავარისიახლეებიპოლიტიკამე ვისურვებდი პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას - ნიკა გვარამია

მე ვისურვებდი პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას – ნიკა გვარამია

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე  ეხმაურება,მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას  დეპუტატებისადმი დატოვონ პარლამენტი

“რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას სააკაშვილის მოწოდებაზე, პარლამენტის დატოვებაზე,  პირადად მე ვისურვებდი, პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას, რათა შენარჩუნდეს მინიმუმ სააკაშვილის ციხეში. ასევე, საავადმყოფოში  მონახულების შესაძლებლობა მაინც. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს (სრულიად პროპორციულზე გადასვლა), მიუხედავად იმისა, რომ ეს არარეალისტურად მესახება, არ შეიძლება, ქართულ ოცნებას ოპიზიციისკენ თითის გაშვერის მიზეზი მიეცეს.

და ბოლოს, ვისმენთ სპეკულაციებს საკრებულოებიდან გამოსვლის თაობაზე. სააკაშვილს არც ერთი სიტყვით არ მოუხსენებია საკრებულო. პირიქით, მიიჩნევს, რომ ახალარჩეული საკრებულოს წევრები ოპოზიციის მთავარი ლეგიონია მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დიდად არ განსხვავდება ამ მოსაზრებისგან”, – წერს ნიკა გვარამია.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...